ბეთანიის
მონასტრის ისტორია საიდუმლოებით
არის მოცული. უცნობია
იმ მამათა სახელებიც,
რომლებიც მრავალი საუკუნის
განმავლობაში მოსაგრეობდნენ აქ.დიდი
ხნის მანძილზე იგი სრულიად
მიტოვებული იყო.
XIX საუკუნის მიწურულს
ბეთანიაში კვლავ მოვიდნენ
ბერები და დანგრეულის
აღდგენა დაიწყეს. არ ჰყოფნიდათ
სახსარი და გზაზე
დიდი ყულაბა დადგეს
ასეთი წარწერით: „შეეწიეთ
მონასტერს!“ აი, ასე, ხელახლა
ააშენეს ყოველივე, სავანემაც
კვლავ დაიწყო აღორძინება.
როცა თავისთვის საცხოვრებელს
აგებდნენ, კარიბჭის შორიახლოს
ბერებმა დიდი სამარხი
ნახეს - საერთო საფლავი,
სადაც ერთად ეწყო ძვლები
და თავის ქალები.
მათგან ბევრს წმიდა
ცვილისფერი ჰქონდა კვლავაც.
ეს კი, როგორც
აღიარებულია, ამ ადამიანთა
ცხოვრების სიწმიდეს მოწმობს.
ჩვენთვის ცნობილი არ არის,
ვინ არიან ეს ადამიანები, ალბათ, ცხოვრებისეულ
შემთხვევითობას არ შეუკრებია
ეს ნაწილები ერთ საფლავში.
სწორედ მათ თავზე
დგას წმიდა კეთილმსახური
მეფე თამარის სახელობის
საყდარი.
ბეთანიის შესახებ
თითქმის არაფერს მოგვითხრობენ
ისტორიკოსები, დუმს მატიანეც,
მაგრამ მის წარსულზე
მეტყველებენ ტაძრის ძველი
ფრესკები, ქვაში ამოკვეთილი
ჩუქურთმები და წარწერები,
არქიტექტურის მკაცრი ფორმები,
ყოველ ნაბიჯზე აღმოჩენილი
ძველ მკვიდრთა ნეშტი.
საიდუმლოებითაა მოცული:
პირველად როდის დაარსდა
აქ მონასტერი, ვინ ააგო
და მოხატა ტაძარი,
შემდეგში სუმბატის დროს როგორ
გადააკეთეს, რა ვითარებაში
დაასრულეს მისი მოხატვა
თამარის დროს, რამდენმა
თაობამ იღვაწა ამ მშვენიერი
ქმნილების სრულყოფისათვის.
მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა
გიორგის სახელობის მცირე
ბაზილიკა 1196 წელსაა
აშენებული. მთავარი ტაძარი
ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული.
ბეთანია
ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი
ფეოდალების - ორბელიანების - საგვარეულო
საძვალეს. ტაძრის ხელახლა
აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს
უკავშირდება. ამ უკანასკნელმა
ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა
ბეთანიის მონასტერი, რომელიც
საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული
იყო. XIX საუკუნის
ბოლოს ტაძარს რესტავრაცია
ჩაუტარდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий