понедельник, 27 октября 2014 г.
ქართლის ტრადიციები და ადათ-წესები.
თამადა,
ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი
თამადად ირჩევენ ჭარმაგ პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და
მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და
სხვა) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა,
სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთლი მსვლელობის
რეგულირება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ძველად ოჯახებში თამადობას ბავშვობიდანვე
აჩვევდნენ. საქართველოს მთიანეთის საკულტო დღეობა-წვეულებებზე თამადას არ
ირჩევდნენ - მის მოვალეობას ხევისბერი ან გვარ-ხატის რომელიმე მსახური ასრულებდა,
საოჯახო სარიტუალო პურობას კი ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა.
მეკვლეობა, ახალ წელს ნაყოფიერება-ბარაქიანობის
მაღალმოსავლიანობის, ბედნიერება-სიკეთის უზრუნველყოფის მიზნით მეკვლის მიერ ოჯახის
დალოცვისა და გარკვეული რიტუალების შესრულების ჩვეულება. თავდაპირველად, როცა
კალენდარული ახალი წელი ემთხვეოდა ახალ სამეურნეო წლის ანუ, შესაბამისად, აგრარული
კალენდრის დასაწყისს, მეკვლის — ახალი წლის პირველი მომლოცველის — ერთ-ერთი
მთავარი მოვალეობა იყო რიტუალური ხვნა-თესვა, პირველი, რიტუალური კვალის
გავლება.
ამ ჩვეულების გადმონაშთში ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას მეკვლეობის მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა ყოფას. ძველად ადამიანებთან ერთად მეკვლეობაში მონაწილეობას იღებდა აგრარულ კულტურებთან დაკავშირებული ხარი,ცხვარი ან ცხენი.
ამ ჩვეულების გადმონაშთში ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას მეკვლეობის მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა ყოფას. ძველად ადამიანებთან ერთად მეკვლეობაში მონაწილეობას იღებდა აგრარულ კულტურებთან დაკავშირებული ხარი,ცხვარი ან ცხენი.
ჩიჩილაკი, ხის
ფორმის რიტუალური საგანი. მზადდებოდა საახალწლოდ მიკვლევა-მილოცვისათვის. ჩიჩილაკს
ამზადებდნენ თხილის
მსხვილი
ჯოხისაგან. ჯოხს
ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან
წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის
დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას
აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან "ბასილას" წვერი ერქვა. აკეცილ
ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი,
რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ
ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ
ორ ბროწეულს
ან ვაშლს
ორ სფერულ კვერცხს,
ე.
წ. "ყვინჩილებს". ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს,
რომელისაც
ფრთისა და ბოლოს ბუმბულს უტოვებდნენ. სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს.
ლუდის გამოხდა
ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულებია:
„ბარბარობა“ (წმინდა
ბარბარეს დღე; ბავშვების
ჯანმრთელობის მფარველი
წმინდანი) 17 დეკემბერი.
ინახავს მარანში
წმინდანისათვის ან
ეკლესიისთვის მიძღვნილ
ქვევრს. ამ
ქვევრებს უწოდებენ
ზედაშეს, რადგან
მათში შენახული ღვინო
მოიხმარება მხოლოდ იმ საეკლესიო დრეებში
რომლისთვისაც განკუთვნილია ზედაშე. ღვინო ისმება
სახლში იმ კონკრეტულ დღეს და შეიწირება
ეკლესიისთვის, როგორიცაა დანახვისი, წმინდა ბარბარე ან
ლომისა.
„ბერიკაობა“, სახალხო
დღესასწაული ნიღბებით,
სიმღერით და ცეკვით.
http://www.youtube.com/watch?v=gJECQwcLAZ8
ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულებია:
„ბარბარობა“ (წმინდა
ბარბარეს დღე; ბავშვების
ჯანმრთელობის მფარველი
წმინდანი) 17 დეკემბერი.
„ზედაშე“: ყველა ოჯახი
ინახავს მარანში
წმინდანისათვის ან
ეკლესიისთვის მიძღვნილ
ქვევრს. ამ
ქვევრებს უწოდებენ
ზედაშეს, რადგან
მათში შენახული ღვინო
მოიხმარება მხოლოდ იმ საეკლესიო დრეებში
რომლისთვისაც განკუთვნილია ზედაშე. ღვინო ისმება
სახლში იმ კონკრეტულ დღეს და შეიწირება
ეკლესიისთვის, როგორიცაა დანახვისი, წმინდა ბარბარე ან
ლომისა.
„ბერიკაობა“, სახალხო
დღესასწაული ნიღბებით,
სიმღერით და ცეკვით.
„ჭონა“, აღინიშნება
აღდგომის წინ;
ახალგაზრდები
მღერიან, ცეკვავენ და
ძვრებიან სახლების
სახურავებზე
კვერცხების
შესაგროვებლად.
აღდგომის წინ;
ახალგაზრდები
მღერიან, ცეკვავენ და
ძვრებიან სახლების
სახურავებზე
კვერცხების
შესაგროვებლად.
ქართლის ისტორია
ქართლი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი — ქართლოსი. მთა „ქართლი“ იქცა ქალაქ „ქართლად“ (მოიცავდა მცხეთას და წიწამურს), შემდეგ შეიქმნა „დიდი ქართლი“, აქედან კი სახელწოდება მთელ მხარეზე გავრცელდა.
ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:
- ზემო ქართლი- მხარე მტკვრის ზემო დინებაზე. მასში შედიოდა ტაო, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი, თორი. ტერმინი შეესაბამება გვიანდელი ხანის “მესხეთს”.
- შიდა ქართლი - მხარე მტკვრის შუა დინებაზე, ცენტრით ქალაქ გორში. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
- ქვემო ქართლი - მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე, ცენტრით ქალაქ რუსთავში. იგი მოიცავს ისტორიულ მხარეებს: სკვირეთი, თრიალეთი, სომხითი, საბარათიანო, დბანისხევი და სხვა.
ქართლის ტერიტორია ძვ.წ. IV საუკუნიდან ქართლის (იბერიის) სამეფოში შედიოდა, რომლის დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ცენტრი გახდა. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ინკორპორირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთისმხარეებში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)